გრიგორი კარასინი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ხელისშემშლელად მიიჩნევს
გრიგორი კარასინი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ხელისშემშლელად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის შეურიგებელი პოზიციის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უმოქმედოა.

ამის შესახებ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეებს, რომელიც მისი თქმით, დაკავშირებულია აშშ-სა და ნატო-ს აქტივობის ზრდასთან.

„პირველ რიგში, საუბარია ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციაზე, 2019 წლის შუა პერიოდისთვის, ნატო-ს მასშტაბური სწავლებისთვის მზადებაზე, თითქმის 30-მდე ქვეყნის ქვედანაყოფის მონაწილეობით. ამას გარდა, საქართველო კასპიის ზღვისა და ცენტრალურ აზიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტრანზიტის სახიფათო სტრატეგიული რგოლი გახდა. ამის შესახებ ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, მათ შორის ამერიკელებთან ცალკე შეხვედრის დროს“, – აღნიშნა კარასინმა.