გრიგორი კარასინი - ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლის გამო გააძევა
გრიგორი კარასინი - ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლის გამო გააძევა

საქართველომ რუსი დიპლომატი დასავლეთის ზეწოლის გამო გააძევა, – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების ზეწოლით მიიღო, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის და ბრიტანეთის. ჩვენ ეს ამბავი იმედგაცრუების გრძნობით მივიღეთ“, – განაცხადა კარასინმა.

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციიდან რუსი დიპლომატი  გააძევა. 20-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო მიიღო.