გრიგორი კარასინი - ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ და ვომობთ, ამას უხეშად ვამბობ
გრიგორი კარასინი - ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ და ვომობთ, ამას უხეშად ვამბობ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ კარასინმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც რუსი დიპლომატი ამბობს, „ჟენევის დისკუსიები არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს“.

„სხვა არანაირი ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. სხვა ფორმატები არ არსებობს. ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვზრდით შეიარაღებას და ვომობთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსია საუკეთესო საშუალებაა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაგროვილი ნევროზულობისა და ნეგატივისგან გათავისუფლდე“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.