გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა
გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა, რომლის მიზანია, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა.

„მიზნები გასაგებია – უკრაინის „შეფხიზლება“ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით, დასავლეთის ანტირუსული განწყობების მობილიზება, ანტირუსული სანქციების გამკაცრება“, – განაცხადა კარასინმა.

კარასინის თქმით, როგორც ჩანს, „ამგვარ ვითარებაში პოროშენკო უფრო მარტივად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას“.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.