გრიგორი კარასინი - 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და წააგო
გრიგორი კარასინი - 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და წააგო

2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე თბილისი და სხვა დედაქალაქები უნდა მიხვდნენ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ დღეს საქართველომ თავისი გადაწყვეტილება უნდა ინანოს.

„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო მმართველების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთში სისხლიანი აგრესიის შემდეგ, მან სრულიად ახალი რეალობა მიიღო, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოების წარმოშობაში გამოიხატება. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს ვანვითარებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კარასინმა.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით, გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი დადებითად შეაფასა.