გრიგოლეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო თვეებში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა
გრიგოლეთის მოსახლეობა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკარგვამ სისტემატური სახე მიიღო.
სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, სამართალდამცავებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„დაუდგენელი პირები საქონელს იპარავენ, მათ კი ალბათ, პოლიცია მფარველობს. გრიგოლეთში მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია, სოფლის მეურნეობის წარმოება და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩვენთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა”,- აცხადებს ადგილობრივი, ლევან აფაქიძე.
მოსახლეობა დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.