გრიგოლეთი ტურისტების მისაღებად ემზადება
გრიგოლეთი ტურისტების მისაღებად ემზადება

გრიგოლეთი ტურისტების მისაღებად ემზადება. დასუფთავდა სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია. ნარჩენები სპეციალური ტექნიკით გაიტანეს.

აღნიშნულ აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

„აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, გრიგოლეთის სანაპირო ზოლი ყოველდღიურად გაიწმინდება.

„ტერიტორიაზე დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.