გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ, სალომე სამადაშვილის მსგავსად, არც რომან გოცირიძემ იცის
გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ, სალომე სამადაშვილის მსგავსად, არც რომან გოცირიძემ იცის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შინაარსი მისთვის არ არის ცნობილი.

„გავეცნობი. ვნახავ. ჯობია, დაურეკოთ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და ის გეტყვით, ვინ გაგცემთ ამაზე პასუხს. უნდა გადავაზუსტო. ფეისბუქზე ვნახე ახლა, რომ რაღაცა პოსტი დაიდო, მაგრამ პოსტს ვერ ვნახულობ. გავარკვევ ცოტა ხანში. შინაარსი არ ვიცი“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.

გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.