გრიგოლ ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შეფასება არ სურს და აცხადებს, რომ „ეს უკვე სხვისი საქციელია“
გრიგოლ ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შეფასება არ სურს და აცხადებს, რომ „ეს უკვე სხვისი საქციელია“

ეს უკვე სხვისი საქციელია და შეფასებას არ დავიწყებ, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, „სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს?“.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ამნისტიის ინტერპრეტირება მავნებლობაა.

„ეს უკვე სხვისი საქციელია და ამის შეფასებას არ დავიწყებ. ორი რამის თქმა შემიძლია – დეკემბერში გაცილებით უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა, მეორე – ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მავნებლობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.