გრიგოლ ვაშაძემ ტელეოპერატორებს, მათ მიმართ უხამსი გამონათქვამის გამო, ბოდიში მოუხადა
გრიგოლ ვაშაძემ ტელეოპერატორებს, მათ მიმართ უხამსი გამონათქვამის გამო, ბოდიში მოუხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ოპერატორებს დღეს იმ უხამსი განცხადების გამო მოუბოდიშა, რომლითაც მან პარლამენტის პიკეტირებისას, აქციაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მიმართა.

ვაშაძის თქმით, მომხდარზე გულწრფელად წუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არაეთიკურ გამოთქმას გადაღლილობას აბრალებს.

„გადმომცეს, რომ ჩემზე ბიჭები, ოპერატორები არიან განაწყენებულები. ადამიანურად, გულწრფელად გიხდით ბოდიშს, რადგან ორწლინახევრის სტრესმა ეტყობა, ჩემი ნერვების პატრონსაც კი დაამჩნია თავისი დაღი. თუმცა, ეს თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის. ბოდიშს გიხდით და მეორე, ვინმეს რომ ტელეფონი აგეღოთ და ჩემთან დაგერეკათ შუამავლების გარეშე, უკეთესი იქნებოდა, უფრო სწრაფად გავაკეთებდით ყველაფერს. ბოდიშს გიხდით. მართლა გული დამწყდა, რადგან ხომ იცით, პატივისცემის გარდა თქვენ მიმართ არაფერი არ მაქვს, თუ ხანდახან არ ჩავთვლით ასაკის შესაბამის ბუზღუნს“, – განაცხადა ვაშაძემ.