გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - გამატარე, ნორმალური ხარ? [ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს გზის ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა.

გამატარე, რა, ჩემს ქალაქში ვარ, ბიჭო. რას აკეთებ, ნორმალური ხარ?“, – მიმართა გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს.

დატოვე კომენტარი