გრიგოლ ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტს მიმართა - ბატონი გრიგოლი გეუბნებათ, დახურეთ თქვენი ტელევიზია და შეწყვიტეთ ერთი პარტიის პროპაგანდისტული არხობა
გრიგოლ ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტს მიმართა - ბატონი გრიგოლი გეუბნებათ, დახურეთ თქვენი ტელევიზია და შეწყვიტეთ ერთი პარტიის პროპაგანდისტული არხობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის ნაცვლად არხის დახურვის სურვილი გამოთქვა.

ვაშაძის გაღიზიანება გამოიწვია შეკითხვამ იმის შესახებ, თუ რატომ გასხვისდა ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტები „ნაციონალური მმართველობის“ დროს რუსულ კომპანიებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თავიდან განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც „იმედის“ ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის გასხვისებული ობიექტების სიას ჩამოუთვლიდა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისთვის „იმედი“ მოეშორებინათ.

„მომაშორეთ ეს ხალხი. ბატონი გრიგოლი გეუბნებათ, დახურეთ თქვენი ტელევიზია და შეწყვიტეთ ერთი პარტიის პროპაგანდისტული არხობა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

დატოვე კომენტარი