გრიგოლ ვაშაძე - ზუგდიდში ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის, ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ათასამდე მოხალისე
გრიგოლ ვაშაძე - ზუგდიდში ჩამოგვყავს 1400 ოპოზიციური პარტიის, ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ათასამდე მოხალისე

ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს „ქართული ოცნება“, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს და დავიცავთ ამომრჩევლის ყოველ ხმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში არჩევნებისთვის 1400 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

„ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ. ხელისუფლების კონტროლქვეშ. ჩამოდის ორი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება. ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.