გრიგოლ ვაშაძე - წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე წინ დგას ადამიანობა, მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული
გრიგოლ ვაშაძე - წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე წინ დგას ადამიანობა, მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული

წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა, მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად დასუსტებული არ არის, თუმცა ეტყობა, რომ მალე დასუსტდება, რადგან 23 დღეა, შიმშილობს.

„რაზე ვილაპარაკე პრეზიდენტთან, ამაზე სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ. თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე, საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა და მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან შიმშილობის 23 დღეა და გონება როგორც ყოველთვის სამართებელვით აქვს, მაგრამ 23 დღე შიმშილობა, გინდა წყალი სვი, გინდა წვები სვი, გასაგებია, რომ ბობი სინსმა 77 დღე იშიმშილა გაერთიანებული სამეფოს ციხეში, მაგრამ სადღაც ოცდარაღაცა დღის შემდეგ, ადამიანი არაფრად აღარ ვარგა“, – განახცადა ვაშაძემ.