გრიგოლ ვაშაძე - ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას
გრიგოლ ვაშაძე - ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას

არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, პარლამენტმა, ამ ორგანომ მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია.

„მორჩა, როცა გეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა, ფეხებზე მკიდიხართ მოქალაქეებო, ოპოზიციონერო პარტიებო, არასამთავრობო ორგანიზაციებო, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მოქალაქეებს. თანამდებობის პირებს მინდა ვუთხრა, ახლა დაჯექით და „იუთუბში“ ნიურნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ. ჰილტერმა დამავალა და გავაკეთე, არ გამოგივათ. ნუ ცდილობთ, მარტო ბიძინა ივანიშვილს დააბრალოთ ყველაფერი, ნურც მომავალში ეცდებით, რადგან თქვენ, როგორც დეპუტატები, როგორც მთავრობის წევრები, როგორც თანამდებობის პირები, პასუხს აგებთ, მორალურს მაინც“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.