გრიგოლ ვაშაძე - ვემზადებით რიგგარეშე არჩევნებისთვის
გრიგოლ ვაშაძე - ვემზადებით რიგგარეშე არჩევნებისთვის

იმედი მაქვს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ ამას ველოდებით და ამისთვის ვემზადებით, – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტიის მერვე ყრილობის შემდეგ გააკეთა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პარტია მომდევნო, თუნდაც რიგგარეშე არჩევნებს მომძლავრებული, გამაგრებული და მობილიზებული შეხვდეს.

მისივე თქმით, მნიშვნელივანია მოქალაქეების შემოერთება, მათი წუხილების გააზრება და გაზიარება, ასევე პოლიტიკურო დაპირიპირებების დასრულება. ამასთან, აღნიშნა, რომ მილიონი ხელმოწერს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით შეგროვდება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ვაშაძე ამბობს, რომ ამას სოციალური ფონი განაპირობებს 2020 წლამდე.

„უფრო ადრე უნდა მოხდეს და მაქვს ეჭვი, რომ აუცილებლად მოხდება, რადგან საქართველოს მოქალაქის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური მდოგომარეობა არის სრულიად კატასტროფული. ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწევს საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა და პასუხის გაცემა დღევანდელ პირობებში შეიძლება მხოლოდ ერთი გზით, საპარლამენტო არჩევნებით. სპეცსამსახურებსა და ფულს რომ ხელისუფლების შენარჩუნება შეეძლოს, ნიკოლაე ჩაუშესკუ დღესაც იქნებოდა რუმინეთის მმართველი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.