გრიგოლ ვაშაძე - ველოდებით, როდის ამოეწურება მოთმინება ხელისუფლებას და რაიმე კონსტრუქციულს დათანხმდება
გრიგოლ ვაშაძე - ველოდებით, როდის ამოეწურება მოთმინება ხელისუფლებას და რაიმე კონსტრუქციულს დათანხმდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

„არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, როდის ამოეწურებათ მოთმინება ხელისუფლების წარმომადგენლებს და როდის დათანხმდებიან რაიმე კონსტრუქციულს, მაგრამ არა მგონია, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს ან ოპოზიციას ამის მოლოდინი ჰქონდეს. მართალი გითხრათ, იმის მოლოდინი მაქვს, რომ მოიტანენ ისევ რაღაც აბსოლუტურად მიუღებელს, რომელიც თითქმის შეურაცხყოფის ან დაცინვის ზღვარზე იქნება“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა მიმდინარეობს.