გრიგოლ ვაშაძე - ვანო მერაბიშვილმა შვიდი წელი მოიხადა ციხეში, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი ადამიანი კანონისა და საზოგადოების წინაშე სუფთაა
გრიგოლ ვაშაძე - ვანო მერაბიშვილმა შვიდი წელი მოიხადა ციხეში, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი ადამიანი კანონისა და საზოგადოების წინაშე სუფთაა

ვანო მერაბიშვილმა შვიდი წელი მოიხადა ციხეში და ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, რომელმაც სასჯელი მოიხადა, კანონისა და საზოგადოების წინაშე აბსოლუტურად სუფთაა,- ამის შესახებ პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ვანო მერაბიშვილმა შეცდომები დაუშვა და რომ არა გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა“, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მას აღნიშნული განცხადება არ მოუსმენია და კომენტარს ვერ გააკეთებს.

„არ მომისმენია ეს განცხადება, თქვენი სიტყვების კომენტარს არ გავაკეთებ. ვანო მერაბიშვილს რაც შეეხება, ადამიანმა შვიდი წელიწადი მოიხადა ციხეში და ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, რომელმაც სასჯელი მოიხადა, თუმცა ჩემი შეფასებით, სრულიად არაადეკვატური ბრალდებით და არაადეკვატური ვადით, ის კანონისა და საზოგადოების წინაშე აბსოლუტურად სუფთა და გაწმენდილია“,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.