გრიგოლ ვაშაძე - უგულავას განცხადებას ოქრუაშვილზე არ შევაფასებ, ჩემთვის ყველა მოქალაქე ერთნაირად ღირებულია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილზე არ შეაფასებს და მისთვის ყველა მოქალაქე ერთნაირად ღირებულია.
„ამ განცხადებას არანაირად არ შევაფასებ. ბატონ ირაკლის შევხვდი, ყველაფერი ნახეთ, რადგან ადამიანმა თითქმის უკვე გააკეთა მხარდამჭერი განცხადება. ჩემთვის საქართველოს ყველა მოქალაქე ერთნაირად ღირებულია. მოდით ასეთი რაღაც გავაკეთოთ – მივხედოთ საქართველოს, მივხედოთ სამშობლოს, მივაღწიოთ იმას რომ თავისუფლად ვიცხოვროთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში, შემდეგ დავჯდეთ და იდეოლოგიურად და პიროვნულად ვიკამათოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი“.