გრიგოლ ვაშაძე - უარს ვამბობ კომენტარების შეფასებაზე, თუნდაც ეს ადამიანი ჩემი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი იყოს
გრიგოლ ვაშაძე - უარს ვამბობ კომენტარების შეფასებაზე, თუნდაც ეს ადამიანი ჩემი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი იყოს

უარს ვამბობ კომენტარების შეფასებაზე, თუნდაც ეს ადამიანი ჩემი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი იყოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

„იცით, რომ კატეგორიულ უარს ვამბობ კომენტარების შეფასებაზე, თუნდაც ეს ადამიანი ჩემი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი იყოს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ იტაცებენ, არამედ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრიან, ის, ვინც თავის თავს სასაზღვრო ძალებს ეძახის და სინამდვილეში ის არის არაფრით დაფარული, პირსისხლიანი საოკუპაციო სადამსჯელო რაზმები, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მთლიანად პარალიზებული აქვს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი მოკავშირეებისა და ნეიტრალური სახელმწიფოების დედაქალაქებში, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არც ზუსტი მოქმედების გეგმა გვაქვს, რადგან ის პოლიტიკა, რასაც წინა ხელისუფლება ატარებდა, შეწყვიტეს, ახალი არაფერი არ შემოგვთავაზეს. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და მეტრობით და კილომეტრობით, ჰექტრობით იპარავს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიას, რაც უფრო მალე გამოვცვლით ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს უწყობს ამას, მით უკეთესი“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი