გრიგოლ ვაშაძე - თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალაქეებს შოსე გადაუკეტონ? 
გრიგოლ ვაშაძე - თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალაქეებს შოსე გადაუკეტონ? 

თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალქეებს შოსე გადაუკეტონ?  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, გუშინ ველისციხეში მომხდარზე სახალხო დამცველის განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის პოზიცია არის აბსოლუტურად კრისტალურად გამჭვირვალე და სუფთა.

„სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, უზრუნველყოთ მომიტინგეთა შესაძლებლობა გადაადგილებულიყვნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. მედგა იქ ვიღაცა ფორმაში ჩაცმული, არ მინდა უხეში სიტყვები ვიხმარო, რომელიც მიყვებოდა, თურმე უსაფრთხოების ზონა არის თელავიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა უნდა ეკურთხა რაღაცა პოსტზე, იქიდან 30 კმ-ს ფარგლებში უსაფრთხოების ზონა იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპული ქვეყანა, სადაც პროტესტისთვის მიმავალ მოქალაქეებს შოსე გადაუკეტონ? აი საფრანგეთში, სადაც ყვითელ ჟილეტებს გადაუკეტავენ შოსეს? ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ბატონებო და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიძინა ივანიშვილის იგივე პუტინის საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.