გრიგოლ ვაშაძე - შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ თანასწორს შეუძლია
გრიგოლ ვაშაძე - შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ თანასწორს შეუძლია

კახა კალაძეს ნუ ჰგონია, გინებით შეურაცხყოფას მაყენებს, შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ თანასწორს შეუძლია, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება.

„მართლა ასე თქვა? რა გითხრათ. ჯერ ალბათ ადამიანს არ ჰყოფნის განათლება, რათა გაიგოს, ოპონენტი რას ამბობს. სად და როდის მოუწოდებდა ან ერთი ან მეორე ვაშაძე გადატრიალებისკენ. ხუთი თვეა, ვიმეორებ, რომ ყველაფერი იქნება კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ნუ ჰგონია, გინებით შეურაცხყოფას მაყენებს, შეურაცხყოფის მიყენება მხოლოდ თანასწორს შეუძლია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა: „იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, იტრიალონ საკუთარ საწოლებში“.