გრიგოლ ვაშაძე - შეიძლება ბიზნესმენი არ იხდიდეს გადასახადს, მაგრამ ბრძოლის მეთოდები არ არის ვიღაცის სარდაფში ჩაყვანა და გაშიშვლება 
გრიგოლ ვაშაძე - შეიძლება ბიზნესმენი არ იხდიდეს გადასახადს, მაგრამ ბრძოლის მეთოდები არ არის ვიღაცის სარდაფში ჩაყვანა და გაშიშვლება 

ოპოზიცია მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოში ყველა საკითხი გადაწყდეს სამართლებრივი გზით, – ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერებზე საქმის ყველა ფიგურანტი სასამართლოში უნდა დაიბარონ.

„ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ, რომ შეეხვეწონ ჩხარტიშვილს, ივანიშვილს, ჩუბინიშვილს და სხვა პატივცემულ გვამებს ხელისუფლების ინფორმაცია მიაწოდონ. ოპოზიცია ითხოვს, დაიკითხოს ყველა ფიგურანტი. ოპოზიცია მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოში ყველა საკითხი გადაწყდეს სამართლებრივი გზით. შეიძლება ბიზნესმენი არ იხდიდეს გადასახადს მაგრამ ამასთან ბრძოლის მეთოდები არ არის ვიღაცის სარდაფში ჩაყვანა გაშიშვლება, გაუპატიურებით, დამუქრება და ა.შ”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რაც ზაზა ოქრუაშვილმა თქვა ინტერვიუში, იტალიურ სერიალს ჰგავდა.