გრიგოლ ვაშაძე - საყოველთაო მობილიზაცია არ გამოგვიცხადებია
გრიგოლ ვაშაძე - საყოველთაო მობილიზაცია არ გამოგვიცხადებია

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საყოველთაო მობილიზაცია არ გამოუცხადებია.

ამის შესახებ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„28 ნოემბერს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს იყო კრიმინალურ-ტერორისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ საყოველთაო მობილიზაცია არ გამოგვიცხადებია, უბრალოდ ვთხოვეთ, როგორც ფილარმონიაში ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ვინც შეძლებდა, აქ მობრძანებულიყო. თუ საყოველთაო მობილიზაცია დაგვჭირდება, იმასაც გამოვაცხადებთ. ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.