გრიგოლ ვაშაძე - სახალხო დამცველის განცხადება ველისციხეში მომხდარზე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის პოზიცია არის სუფთა
გრიგოლ ვაშაძე - სახალხო დამცველის განცხადება ველისციხეში მომხდარზე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის პოზიცია არის სუფთა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება სოფელ ველისციხეში მომხდარზე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის პოზიცია არის სრულიად გამჭვირვალე და სუფთა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, უზრუნველყოთ მომიტინგეთა შესაძლებლობა გადაადგილებულიყვნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით.

„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მომიტინგეთა კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. მედგა იქ ვიღაცა ფორმაში ჩაცმული, არ მინდა უხეში სიტყვები ვიხმარო, რომელიც მიყვებოდა, თურმე უსაფრთხოების ზონა არის თელავიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა უნდა ეკურთხა რაღაცა პოსტზე, იქიდან 30 კმ-ს ფარგლებში უსაფრთხოების ზონა იყო”, – განაცხადა ვაშაძემ.