გრიგოლ ვაშაძე - სააპელაციო სასამართლო გაჯერებულია ტარაკანებივით „ქოცი“ მოსამართლეებით
გრიგოლ ვაშაძე - სააპელაციო სასამართლო გაჯერებულია ტარაკანებივით „ქოცი“ მოსამართლეებით

ვიბრძოლებთ, რომ დავით კირკიტაძე გამოვიყვანოთ, ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალებით, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანში განაცხადა.

„ყველა ადამიანი, ვინც ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, თქვენ ვინც ხართ მოქალაქეები სამართალი და კანონი გინდათ ამ ქვეყანაში ხართ ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეები და დაამთავრებთ აი აქ. ვიბრძოლებთ, რომ კირკიტაძე გამოვიყვანოთ, სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც გაჯერებულია ტარაკანებივით „ქოცი“ მოსამართლეებით, ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალებით, აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი, ეს არის პარანოიის შედეგი, აი შეხედეთ ამდენი პოლიციელი გინახავთ სადმე? რას აკეთებენ აქ პოლიციელები? გახარიას და ბიძინა ივანიშვილს პათოლოგიური შიში აქვთ საქართველოს მოქალაქეების,“ – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.