გრიგოლ ვაშაძე - რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსთან, უკრაინასთან, სირიასთან, ლიბიასთან მიმართებით, არ შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს დემოკრატიულ სამყაროს
გრიგოლ ვაშაძე - რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსთან, უკრაინასთან, სირიასთან, ლიბიასთან მიმართებით, არ შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს დემოკრატიულ სამყაროს

ყველამ გაიგო და დაინახა, რომ ილუზიები რუსეთის გამოსწორებაზე, მის ცივილიზებულ ქცევაზე, არის ფუჭი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

„ის, რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოსთან, უკრაინასთან, სირიასთან, ლიბიასთან მიმართებით, არ შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს დემოკრატიულ სამყაროს და დემოკრატიული სამყაროს წამყვან ძალას, შეერთებულ შტატებს. ყველამ გაიგო და დაინახა, რომ ილუზიები რუსეთის გამოსწორებაზე, მის ცივილიზებულ ქცევაზე, არის ფუჭი. ეს არის იმპერიალისტური ქვეყანა, რომელიც არ დაეძებს არავის არც სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას და არასდროს არც ერთ მეზობელთან, შორეულთან და თუ გარეულთან არ იქნება ნორმალურ ურთიერთობაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი