გრიგოლ ვაშაძე - რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, სულაც არ არის საჭირო, ვაშაძე იყოს პირველი ნომერი ან საერთოდ იყოს სიაში
გრიგოლ ვაშაძე - რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, სულაც არ არის საჭირო, ვაშაძე იყოს პირველი ნომერი ან საერთოდ იყოს სიაში

რაც საქმეს წაადგება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, სულაც არ არის საჭირო, რომ ვაშაძე იყოს პირველი ნომერი ან საერთოდ იყოს სიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პაატა ბურჭულაძესთან, ვაშაძემ უპასუხა, რომ მასთან ყველა საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

„პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციები არ არის საჭირო, რადგან პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო 2018 წლის საარჩევნო კამპანიის და მასთან ყველა საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. ყველა იქნება ჩართული კამპანიაში და „ძალა ერთობაშიას“ ლიდერების ძალიან დიდი ნაწილი იქნება საერთო სიაში“, – განაცხადა ვაშაძემ.