გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისმა თბილისს გადაუსხა სისხლი და ყველა გამორჩეული ადამიანი თბილისში გააგზავნა
გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისმა თბილისს გადაუსხა სისხლი და ყველა გამორჩეული ადამიანი თბილისში გააგზავნა

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ვაშაძის მხარდამჭერები იმერეთის მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ.

“ამ ქალაქში იწერებოდა ქართული ისტორია. აქ იწერებოდა ქართული ცივილიზაციის ისტორია, აქ დაიწყო ქართული სახელმწიფოებრიობა, ამ ქალაქში დაიბადა ქართული თავისუფლება და მოქალაქეობრივი შეგრძნება. როდესაც მრავალი საუკუნის შემდეგ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ქუთაისმა თბილისს გადაუსხა სისხლი და ყველა გამორჩეული ადამიანი გააგზავნა თბილისში. ახლა ე.წ. ხელისუფლება დაკავებულია, რომ პოლიტიკური დედაქალაქიდან წაიღოს პარლამენტი. პირობას გაძლევთ, არ წაიღებენ და თუ დამარცხებამდე  წაიღეს, დავაბრუნებთ უკან”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.