გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა და აცხადებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა და აცხადებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული

გრიგოლ ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტში პირველად მივიდა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

როგორც ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული.

„აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, ფრაქციის წევრებთან. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი – 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება“, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრია, რომლის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა, ფრაქციაში არიან ასევე ზურაბ ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები.