გრიგოლ ვაშაძე მუხრანის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე მუხრანის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები მუხრანის აგრარულ ბაზარში მივიდნენ და მოვაჭრეებს შეხვდნენ.

ვაშაძის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გლეხების თქმით, ისინი ვერ ახერხებენ მოსავლის გაყიდვას, ვინაიდან მოსახლეობას არ აქვს შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად, რასაც უმუშევრობა და სოციალური დახმარებების უსაფუძვლოდ შეწყვეტის მომრავლებული ფაქტები ემატება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად, მისი და მისი გუნდის მიზანია ინვესტიციების მოძიების ზრდით საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.