გრიგოლ ვაშაძე - მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებებზე შეგნებულად არ ვაკეთებ კომენტარს, საქართველოს კლოუნი ბევრჯერ ჰყავდა, მაგრამ ამისთანა იშვიათია
გრიგოლ ვაშაძე - მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებებზე შეგნებულად არ ვაკეთებ კომენტარს, საქართველოს კლოუნი ბევრჯერ ჰყავდა, მაგრამ ამისთანა იშვიათია

მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებებზე შეგნებულად არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს, რათა მიკერძოებულობაში არ ჩამეთვალოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ეს მმართველი გუნდი, ყველა წარმომადგენლიანად, რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. რატომ უნდათ ისევ საქართველოში მეორე გავრილოვის ღამე, სრულიად გაუგებარია. აქ ხომ პოლიტიკურ პარტიებზე ლაპარაკი არ არის, ეს გამოიწვევს 100-პროცენტიან უზარმაზარ, განრისხებულ რეაქციას საქართველს მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც რუსული არაერთი აგრესიის გამო დაკარგეს თავისი წინაპრების საფლავზე მისვლის უფლება და თავის საცხოვრებელ სახლებში ყოფნის უფლება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, ზოგადად როგორ შეაფასებდა ზურაბიშვილის გამოსვლას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „საერთოდ არ შემიძლია შევაფასო. საქართველოს ბევრჯერ ჰყავდა კლოუნი, მაგრამ ამისთანა ძალიან იშვიათია“.