გრიგოლ ვაშაძე - მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა, პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს
გრიგოლ ვაშაძე - მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა, პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს

მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა, პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ბრძოლაში როდესაც ჩაბმული ხარ და ამომრჩევლებს ხმებს სთხოვ, შემდეგ ამ ხმებს რეალიზაცია სჭირდება. ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს.

„მე 2020 წელს რა გავაკეთე, გახსოვთ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა. პარლამენტში ან ხარ, ან არ ხარ. ადამიანი ნახევრად ორსულად არ შეიძლება, იყოს. პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ის, რომ ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე სულ მცირე ექვსი წელიწადია, მძვინვარებს საქართველოში, ეკონომიკურთან და სოციალურ კრიზისთან ერთად, გადავლახოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.