გრიგოლ ვაშაძე - მინდა, მივმართო ცესკო-ს და თამარ ჟვანიას, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ
გრიგოლ ვაშაძე - მინდა, მივმართო ცესკო-ს და თამარ ჟვანიას, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ

მინდა, მივმართო ცესკო-ს და პირადად თამარ ჟვანიას, მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ, – ამის შესახებ ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს აყალბებს.

„აღმაშფოთებელია, რასაც აკეთებენ. უკვე მიაფურთხეს საქართველოს მოქალაქის ღირსებას. მინდა მივმართო ცესკო-ს და პირადად თამარ ჟვანიას, მეგობრებო, ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში ნუ გერევათ. იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვგრძნობთ ამ სახელმწიფოს წინაშე, 2018 წელს ყველაფერი გადავყლაპეთ და თავი შევიკავეთ. ახლა ისე ნუ გააკეთებთ, რომ ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვათ, თქვენ კიდევ ხალხმა კაბინეტებიდან ფეხებით გამოგათრიოთ. შეიძლება, რომ ახლა თქვენს მთავარ არხზე, საიდანაც გამარჯვების რელაციები მოდიოდა, რაღაც ფილმი გადიოდეს და თქვენმა ყველა სპიკერმა ენა ჩაიწყვიტოს? ხომ გასაგებია, რა ხდება? გინდათ, ქართველი მაგით მოატყუოთ? თქვენს ატრაქციონებს რვა წელია ვუყურებთ. რასაც თქვენ აკეთებთ, სისხლის სამართლის საქმეა. კატეგორიულად მოვითხოვ, დაჯდეს ის შედეგები, რომელიც მართლა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.