გრიგოლ ვაშაძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით ხვალ გამოიკითხება
გრიგოლ ვაშაძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით ხვალ გამოიკითხება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით ხვალ გამოიკითხება.

გამოკითხვა 11:00 საათზეა დაგეგმილი. გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.

გამოკითხვაზე დაბარებულია პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი​.