გრიგოლ ვაშაძე - ხმა მიეცით ნატო ჩხეიძეს, თუ გინდათ ადეკვატური საავადმყოფოები და სკოლები, კორუფციისგან გათავისუფლებული საქართველო
გრიგოლ ვაშაძე - ხმა მიეცით ნატო ჩხეიძეს, თუ გინდათ ადეკვატური საავადმყოფოები და სკოლები, კორუფციისგან გათავისუფლებული საქართველო

23 დღე რჩება, რათა დავამთავროთ ოლიგარქიული, ერთპიროვნული მმართველობა ამ სახელმწიფოში, საქართველოს მოქალაქეს დავუბრუნოთ იმედი და ნორმალური ცხოვრების პირობები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხაშურში განაცხადა, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე წარუდგინა.

მან ხაშურის მხოვრებლებს მოუწოდა, ხმა მისცენ ნატო ჩხეიძეს.

„23 დღე რჩება არჩევნებამდე, 23 ნაბიჯი, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სახელმწიფოს მოაშოროს არაეროვნული, არაპროფესიონალური, სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც ისეთ პატრიოტებს, როგორიც ბატონი ივერი მელაშვილია, საპყრობილეში კეტავს. 23 დღე რჩება იმისთვის, რომ დავამთავროთ ოლიგარქიული, ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა ამ სახელმწიფოში, საქართველოს მოქალაქეს დავუბრუნოთ იმედი და ნორმალური ცხოვრების პირობები.

23 დღე რჩება იმისთვის, რომ საქართველო არასოდეს აღარ აცდეს განვითარების გზას. 23 დღე რჩება იმისთვის, რომ ყველა პატრიოტულ ძალას, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთად იმყოფება, მიეცეს საშუალება, თავის სამშობლოს უანგაროდ ემსახუროს, უპირველეს ყოვლისა, ის გააკეთოს, რაც საქართველოს მოქალაქის შეკვეთა არის.ზუსტად ამიტომ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა ქალბატონი ნატო ჩხეიძე.

ძალიან გთხოვთ, შემოხაზეთ ხუთიანი და ხმა მიეცით ქალბატონ ნატო ჩხეიძეს, თუ გინდათ ადეკვატური საავადმყოფოები და სკოლები, თუ გინდათ კორუფციისგან გათავისუფლებული საქართველო, თუ გნებავთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს საგარეო და შიდაპოლიტიკურ მიზნებს, თუ გნებავთ, რომ თქვენი შვილები, ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ ოცნებობდნენ ემიგრაციაში წასვლაზე.

ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ იმაზე საუბარი, რომ, აი, თქვენ წარსულში იდეოლოგიური განსხვავებები გქონდათო, გვქონდა. შეიძლება, მომავალში კიდევ გვქონდეს, მაგრამ სანამ პარტიებში გავწევრიანდებოდით, ჩვენ, ვინც ამ გაერთიანებაში ვართ, გვახსოვდა, რომ პარტიულობამდე ყველა მხოლოდ ქართველები ვიყავით, დღეს გაერთიანების და ქართველობის დრო არის. ხმა მიეცით ნატო ჩხეიძეს, იმიტომ რომ მასთანაც არის დაკავშირებული საქართველოს მომავალი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი