გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ მოქალაქის და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დამარცხებით
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ მოქალაქის და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დამარცხებით

გასული წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა სპონტანური სტიქიური საპროტესტო აქცია, რომელსაც ხელისუფლებამ უტიფრად არ მიაქცია ყურადღება და კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ მოქალაქის და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დამარცხებით.

„2020 წლის 20 ივნისს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელ ამ დღეს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ღამის 12 საათიდან დილის 04:00 საათამდე ვცდილობდით პარლამენტში შესვლას და ბატონ კობახიძესთან ან ბატონ ვოლსკისთან ან ბატონ თალაკვაძესთან ან ბატონ ვინმესთან შეხვედრას, რომ ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ის, რაც შემდეგ მოხდა. მოხდა ის, რომ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა სპონტანური სტიქიური საპროტესტო აქცია, რომელსაც ხელისუფლებამ უტიფრად არ მიაქცია ყურადღება და შემდეგ კანონმდებლობის სრული დარღვევით დაარბია, რასაც შეეწირა ახალგაზრდების ჯანმრთელობა.

შეცდომა იყო იმაში, რომ ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის, რაც ყველა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს საქართველოში – მოქალაქის და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მთავრდება ხელისუფლების დამარცხებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.