გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება მიადგა „ტვ პირველს“ და აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას, რათა კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება მიადგა „ტვ პირველს“ და აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას, რათა კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ

ხელისუფლება ახლა მიადგა „ტვ პირველს“ და აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას, რათა კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას იწყებს ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან.

„რამდენი ხანი გავიდა 20 ივნისის მოვლენებიდან და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ თავისი შეცდომები გააანალიზოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას იწყებს ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან. ჯერ იყო „რუსთავი 2“, რომელიც ხელში ჩაიგდო რეიდერმა ქიბარ ხალვაშმა, ის ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძე აკვალანგისტი. ახლა მიადგნენ „ტვ პირველს“. აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას იმისათვის, რომ კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ საქართველოში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.