გრიგოლ ვაშაძე - ხალხო, ასჯერ გვაქვს გამოცხადებული, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას რევანში, დაპირისპირება და არეულობა დაგეგმილი არ აქვს
გრიგოლ ვაშაძე - ხალხო, ასჯერ გვაქვს გამოცხადებული, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას რევანში, დაპირისპირება და არეულობა დაგეგმილი არ აქვს

ხალხო, ასჯერ გვაქვს გამოცხადებული, რომ არავითარი რევანში, შურისძიება, დაპირისპირება, ქუჩის არეულობა და მსგავსი ნაბიჯები გაერთიანებულ ოპოზიციას დაგეგმილი არ აქვს და მიაჩნია უკიდურესად არასასურველად ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდები ქუჩებში წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ გააკრა და ეს არის საზოგადოებისთვის ირიბი მინიშნება, რომ იქნება რევანში და არეულობა, თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს.

„არ ვიცი, „ქართულ ოცნებას“ ეს ბილბორდები რას შემატებს, რადგან თუ გაერთიანებულ ოპოზიციაზეა ლაპარაკი, მაშინ ამ ბილბორდებზე ალბათ თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, მედიკო ვასაძე და ა. შ. უნდა ყოფილიყვნენ. თუ ირიბად იმას მიანიშნებენ საზოგადოებას, რომ შურისძიება და რევანში იქნება, ხალხო, ასჯერ გვაქვს გამოცხადებული, რომ არავითარი რევანში, შურისძიება, დაპირისპირება, ქუჩის არეულობა და მსგავსი ნაბიჯები გაერთიანებულ ოპოზიციას დაგეგმილი არ აქვს და მიაჩნია უკიდურესად არასასურველად ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.