გრიგოლ ვაშაძე კახეთში სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე კახეთში სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კახეთში სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა.

მოსახლეობის თქმით, სეტყვის შედეგად ექვს სოფელში ასობით ჰექტარზე მეტი ვენახი განადგურდა, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა არ იმუშავა, ხელისუფება კი, ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.

მევენახეები აცხადებენ, რომ აღებული კრედიტების გადახდა გაუჭირდებათ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დაზარალებული მევენახეები მიწის გადასახადიდან უნდა გათავისუფლდნენ; კრედიტები გადავადდეს და ზიანის კომპენსირება უნდა მოხდეს.