გრიგოლ ვაშაძე - ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას
გრიგოლ ვაშაძე - ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას

პრეზიდენტის ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, როდესაც ქვეყანას არ ყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარონ ინაუგურაცია.

„ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია, ამიტომ ეს შოუ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გააპროტესტებენ.

„16 დეკემბერს აქცია იმასთან დაკავშირებით იქნება, რომ მეორე ტური გაყალბდა. ეს ისე ბინძურად გაყალბებული არჩევნებია, რომელიც საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა. თქვენ ნახავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ან ჩვენი მოკავშირეების შესაბამისი უწყებების ყოველი მომდევნო განცხადება სულ უფრო მკაცრი და კრიტიკული იქნება”, – განაცხადა ვაშაძემ.