გრიგოლ ვაშაძე - გაგხევთ ნაკერავზე

გავხევთ ნაკერავზე ამ ხელისუფლებას და მოვიგებთ,- ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

„საქართველოში პარლამენტარიზმი მოკლეს, მოგვტაცეს სახელმწიფო. ახლა თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე ყველანაირი სისტემით და მოვიგებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.