გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წელს ექნება ისეთი შედეგი, როგორიც დიდი ხანია, არ უჩვენებია
გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წელს ექნება ისეთი შედეგი, როგორიც დიდი ხანია, არ უჩვენებია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო დაშლის შესახებ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს.

მისი თქმით, შედეგი, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებზე ექნება, დიდი ხანია, არ უჩვენებია.

„ვიცი ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში; ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან „კვლევების“ მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვს არჩევნებზე.

პირველი – მე არსად არ მივდივარ, მეორე – გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე – ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია, არ უჩვენებია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.