გრიგოლ ვაშაძე - ციხეებში ისევ დაბრუნდნენ მაყურებლები, კანონიერი ქურდები და დაბრუნდა ყველა უმსგავსობა, რაც გვეგონა, რომ აღმოიფხვრა 
გრიგოლ ვაშაძე - ციხეებში ისევ დაბრუნდნენ მაყურებლები, კანონიერი ქურდები და დაბრუნდა ყველა უმსგავსობა, რაც გვეგონა, რომ აღმოიფხვრა 

ფაქტია, რომ ციხეებში ისევ დაბრუნდნენ მაყურებლები, კანონიერი ქურდები და დაბრუნდა ყველა უმსგავსობა, რაც გვეგონა, რომ აღმოიფხვრა, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„არ მიკვირს კადრები, რომლებიც გავრცელდა, ლომჯარიას მოხსენებაში ეს უკეთესად ჩამოთვლილი იყო. ტრაგედია იცით რა არის? ბატიაშვილი-ჩხენკელზე იცვლება, მერე ისევ ბატიაშვილი მოდის და ქალბატონი წულუკიანის მაგივრად, ვისაც ხელეწიფება ციხეებში წესრიგის დამყარება, ის მოვა და იქნება მეორე წულუკიანი შარვალში თუ ქვედატანში ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.