გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან გასწავლიან, მოემზადე უარესისთვისო, უკეთესის იმედი არ მაქვს, ამიტომ უარესისთვის ვემზადებით

ოპოზიციას პრობლემა არ აქვს, კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პრინციპები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განუცხადა.

„არავითარი შეთანხმება არ მომხდარა. არავითარი შედეგი, რასაც თქვენ გულისხმობთ, პოზიტიური არ არის. მოხდა დათანხმება. როდესაც მხარეები უკვე ორი რაუნდია, ვერ თანხმდებიან ვერაფერზე, საერთაშორისო შუამავლებმა ამოიღეს ​მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების კომპონენტი ჩვენი დოკუმენტიდან და გვითხრეს – მოდით, ეს კომპონენტი განვიხილოთ ცალ-ცალკე. ოპოზიციას პრობლემა არ აქვს, კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პრინციპები. სამომავლო მოლოდინი, იცით რა, ჩვენს პროფესიაში პირველივე კურსიდან ასე გასწავლიან – მოემზადე უარესისთვის, იმედი გქონდეს უკეთესის. უკეთესის იმედიც არ მაქვს, ამიტომ უარესის იმედი მაქვს და უარესისთვის ვემზადებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.