გრიგოლ ვაშაძე - არ შეიძლება, ქვეყანაში 50 მილიონი მიღებებსა და სადილებზე იხარჯებოდეს
გრიგოლ ვაშაძე - არ შეიძლება, ქვეყანაში 50 მილიონი მიღებებსა და სადილებზე იხარჯებოდეს

ე.წ. გარანტიის სერთიფიკატები არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ეს არის სოციალური კონტრაქტი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შექმნამდე არსებობდა.

„ამომრჩევლის მოსყიდვა ეს არ არის, არამედ არის სოციალური კონტრაქტი, რომელიც ამომრჩეველთან გვაქვს. ეს დავიწყეთ ჯერ კიდევ გაერთიანებული ოპოზიციის შექმნამდე. როგორ ვაპირებთ ამის შესრულებას? – კორუფციისგან ეკონომიკის გათავისუფლება, ბიუჯეტის უფრო ყაირათიანად ხარჯვა მოხდება. არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონი მიღებებსა და სადილებზე იხარჯებოდეს,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.