გრიგოლ ვაშაძე - არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერამ რამე გამოასწოროს, ახლა გაკეთდა ის, რაც რვა თვის წინ უნდა გაკეთებულიყო
გრიგოლ ვაშაძე - არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერამ რამე გამოასწოროს, ახლა გაკეთდა ის, რაც რვა თვის წინ უნდა გაკეთებულიყო

გულისტკივილით გეუბნებით, ის, რაც უნდა გაკეთებულიყო რვა თვის წინ, ახლა გაკეთდა, – ასე შეაფასა პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება.

ვაშაძე ფიქრობს, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა დაგვიანებულია.

„ამ რვა თვის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია. ვინც დააგვიანა და ვინც ეს გამოიყენა საბაბად, რომ ნანატრი საშუალება მისცემოდა, გასულიყო შეთანხმებიდან, ყველასი და ალბათ იმათი ბრალიცაა, ჩემი ჩათვლით, ვინც ვერ შეძლო ყველასთვის აეხსნა, რა სიტუაციამდე მიგვიყვანდა ეს სიურპრიზები, რომლებსაც მუდმივად ვუწყობთ ჩვენს მოკავშირეებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, გამოასწორებს თუ არა რამეს ხელმოწერა, ვაშაძემ განაცხადა, რომ არ ჰგონია, ახლა ამით რამე გამოსწორდეს.

„არ მგონია, ახლა რამე გამოასწოროს. თქვენ გჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში დაბრუნდება? მე ძალიან მეპარება ეჭვი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებას დღეს მოაწერა ხელი მოწერა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.