გრიგოლ ვაშაძე - არ მეშინია მარტო დარჩენის, პირიქით, ხანდახან იზოლაციაში ყოფნა სასარგებლოა
გრიგოლ ვაშაძე - არ მეშინია მარტო დარჩენის, პირიქით, ხანდახან იზოლაციაში ყოფნა სასარგებლოა

არ მეშინია მარტო დარჩენის, პირიქით, ხანდახან იზოლაციაში ყოფნა სასარგებლოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა დაილაპარაკონ და სინჯონ, შესაძლებელია თუ არა კომპრომისის მიღწევა.

„ვიცი, რომ ჩემგან რეცეპტების მოსმენა გსურთ, მაგრამ მე არავითარი რეცეპტი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზუსტად ვიცი და ამას დავიცავ ბოლომდე. არ მეშინია მარტო დარჩენის. ხანდახან პირიქით, სასარგებლოა იზოლაციასა და დეპრესიაში ყოფნა იმიტომ, რომ ეს ფიქრის პროცესს იწყებს. რეცეპტი დღესდღეობით არის ეს – პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით უკეთესი, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ამავე დროს უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვსინჯოთ, შეიძლება თუ არა მოინახოს კომპრომისი ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციასთან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.