გრიგოლ ვაშაძე ადასტურებს, რომ პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილთან და დავით ბაქრაძესთან დებატებისთვის მზად არის
გრიგოლ ვაშაძე ადასტურებს, რომ პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილთან და დავით ბაქრაძესთან დებატებისთვის მზად არის

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ადასტურებს, რომ მზად არის, 24 ოქტომბერს პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილთან და დავით ბაქრაძესთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა მიიღოს.

„100-ჯერ მაქვს გამეორებული და ნათქვამი, სადაც იქნება, როდესაც იქნება, რომელ ეროვნულ არხზეც იქნება, მზად ვარ. ჩემს მზადყოფნაში ეჭვი რატომ გეპარებათ? ეს ჩემი მოვალეობაა, რომ კიდევ ერთხელ დავანახო ქართველ ამომრჩევლებს, რომ ოპოზიციას საქართველოში ჰყავს ერთი კანდიდატი და ოპოზიცია არის მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს 22:00 საათზე იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობა დაადასტურეს. დავით ბაქრაძის წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან დავით ბაქრაძე არ იმყოფება საქართველოში, მისი ოფიციალური დასტური 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.