გრიგოლ ვაშაძე – 7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა ომი გაცილებით ადრე დაიწყეს

11:48, 07.08.2019

7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა, კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყეს, პირველ აგვისტოს უკვე სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული, უკვე დაცლილი იყო ქართული სოფლები, უკვე დაძრული იყო იძულებით გადაადგილებული პირების ტალღა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, სამარცხვინო სამხედრო აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა, საქართველო-რუსეთს შორის ერთხელ და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები.

„რუსეთს ამან მოუტანა სამუდამო სირცხვილი. ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთმორწმუნეობასა და ერთობლივ ისტორიაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი